კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს - Tbilisi Pride

24.04.21 12:48
კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს - Tbilisi Pride

გვიან ღამით თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს.ამის შესახებ სოციალურ ქსელში Tbilisi Pride-ის წევრი, ანა სუბელიანი წერს. მისი თქმით, წყვილს თავს ბინის მეპატრონე დაესხა. ერთ-ერთი გოგონა ნაცემია.

გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია (მეორე ყელშ დუაჭრია მეთქი მეწერა სა არ აღმოჩნდა ეგ მართალი, არასწორად მოვიდა ეგ ინფო საბედნიეროდ). გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები"- წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში.