"მითხრა, დღეს უფრო დავრწმუნდი სააკაშვილის ცუდად ყოფნაშიო" - ნობელიატნმა ექიმმა „ვივა მედი“ დატოვა
ნობელიატნმა ექიმმა „ვივა მედი“ დატოვა. დაუგეგმავი ვიზიტით მისული ჯეიმს კობი სააკაშვილის პალატაში ლოდინის შემდეგ კონსულტაციისთვის შეუშვეს.
კლინიკიდან გამოსული მაღალი რეპუტაციის მქონე მედიკოსი მედიასთან არაფერს ამბობს.
ამერიკელმა ექსპერტმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ამ წუთებში ექს-პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი დედაა შესული.
გიული ალასანია ამბობს, რომ ამერიკელ ექიმს პირადად ესაუბრა.
მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, ნობელიანტმა მედიკოსმა მას უთხრა რომ დღეს უფრო მეტად არის დარწმუნებული სააკაშვილის ცუდად ყოფნაში.
„ადამიანი დარჩეა საგანგებოდ, იმიტომ რომ, გუშინ რაც ნახა, ძალიან არ მოეწონა. ჩათვალა, რომ მძიმე მდგომარეობაა და მითხრა, ახლა მხოლოდ დამიდასტურდა ჩემი შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაო. დეტალები მე არ ვიცი,. დაიწერება ეს დასკვნა და გასაჯაროვდება“. - ამბობს გიული ალასანია.