მკვლელობა დიდ დიღომში - 20 წლის ეგვიპტის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

09.10.22 12:08
მკვლელობა დიდ დიღომში - 20 წლის ეგვიპტის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

სასტიკ მკვლელობაში მხილებულს ბრალი წარუდგინეს. 20 წლის ეგვიპტის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს. იოსებ ზაედი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ახალგაზრდა კაცს გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და ცხედრის გადამალვას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლო 40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს  იმსჯელებს. დაკავებულის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ძალიან მძიმედ არის და ეს სასამართლო პროცესზეც გამოჩნდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დღეს პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ, სავარაუდოდ, დავეთანხმებით შემდეგი მოტივით, რომ მას  სჭირდება რამდნეიმე ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროა, მათ შორის, დაენიშნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. აი, ამის შემდომ უკვე წინასასამართლოს სხდომისთვის უფრო მკაფიო იქნება როგორც დაცვის მხარის პოზიცია, ასევე, ზოგადად, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა აღნიშნულ მომენტში. დღესი მდგომარეობით, მასთან კომუნიკაციით ბევრი რაიმეს გაგება შეუძლებელია, - ამბობს გიორგი ფანცულაია. 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქემ  40 წლის ქართველი ქალი  მოკლა.  მამაკაცმა ათობით ჭრილობა გარდაცვლილს ცივი იარაღით მიაყენა. სისხლიანი  ანგარიშსწორების შემდეგ კი ქალის ცხედარს ნაქირავებ ბინაში  მალავდა.

ფარნავაზ მეფის 35-ში პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბინის მეპატრონე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კავშირზე ვერ გავიდა და პატრულში დარეკა.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს  15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.