უკანონო მშენებლობა ბათუმის ისტორიულ უბანში - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს

09.10.22 12:40
უკანონო მშენებლობა ბათუმის ისტორიულ უბანში - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს

16 სართულიანი კორპუსი ერთი სართულის ნაცვლად - ბათუმში კიდევ ერთი მრავალსართულიანი კომპლექსი შენდება. გორგასლის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მალე ახალუ ცათამბჯენი აშენდება.  2016 წელს გაცემული ნებართვით მშენებლობა 2020 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ დაიწყო. 

ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნებართვა უკანონოდ არის გაცემული. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

2016 წელს გაცემული ნებართვა  სარგებლობის უფლებით აქვს 2020 წელს დაფუძნებულ კომპანიას, ეს პრობლემის ერთი მხარეა. სად რა არის გახლართული და ვინ ვისი შემომწირველია, ეს მეორე პრობლემაა, მაგრამ მესამე პრობლემა რა არის, იცით? ჩენ, ქალაქს გვაქვს ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც საპარკინგე ზოლი უნდა ჰქონდეს აშენებულ კორპუსს. რატომ ვღებულობთ მაშნ ახალ წესებს, ახალ კანონებს, რაც უადვილებს მოქალაქეებს ცხოვრებას და რატომ რჩება ეს ფარატინა ქაღალდად, - ამბობს ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან. 

ბათუმის ისტორიულ უბანშ მშენებლობის ნებართვას კომპანია "კომფორტ ბილდინგი" ფლობს. "პირველები" დეტალების გადასამოწმებლად კომოანიის დირეტქორს დაუკავშირდა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, "პირველები" "შარს ეძებს". 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირეით ამ დრომდე დუმს ბათუმის მერიაც.