მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე ცხედარი ნახეს
ქუთაისის ცენტრში პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მდინარე რიონის სანაპიროზე ცხედარია ნაპოვნი.
გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი წითელი ხიდის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა ნახეს. სამართალდამცველები ახლა მამაკაცის იდენტიფიცირებაზე მუშაობენ. ჩატარდება ექსპერტიზაც, რომელიც დადგენს ადგილი მკვლელობას თუ უბედრუ შემთხვევას ჰქონდა.
ნახეს გარდაცვლილი ამოტივტივებული წყლიდან. გამოიძახეს მერე მაშველები და ამოიყვანეს და ექსპერტიზა მიმდინარეობს ახლა. გამორიყული იყო, - ამბობს ადგილობრივი.