"აუციელებელია გამოძიების დაწყება" - მესამე სექტორი ფარულ მიყურადებებზე

09.10.22 15:09
"აუციელებელია გამოძიების დაწყება" - მესამე სექტორი ფარულ მიყურადებებზე

უკანონო მოსმენების საქმეზე არასამთავრობო სექტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს. იურისტებმა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებაში დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები დაინახეს.

ეს სისტემა არის, ფაქტობრივად, უკონტროლო და ყველანაირ ზღვარს არის უკვე ეს ყველაფერი გადასული. ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არავითარ ოპერატიულ ღირებულებას არ შეიცავდა და ერთადერთი ამ ყველაფერს ჰქონდა სწორედაც პოლიტიკური მიზნები. მისი მიზანი არის ის, რომ როგორც პოლიტიკური ოპონენტები გააკონტროლოს, ასევე, სავარაუდო პოლიტიკური ოპონენტებიც გააკონტროლოს, მათ შორის, საკუთარი გუნდის წარმომაგდნელებიც და გამოიყენოს მათ წინააღმდეგ. ანუ გამოდის ის, რომ შეიძლება მომსმენებსაც მოუსმინონ. აქ ეფექტიანი გამოძიების იმედი ნაკლებად შეიძლება გქვონდეს, , თუმცა აუცილებელია ამ გამოძიების დაწყება, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს  და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.

აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.