სტუდენტების პროტესტი გრძელდება - ახალგაზრდები რექტორის არჩევის წესში ცვლილებებს ითხოვენ
სტუდენტები სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფალ უნივერსიტეტს და რექტორის არჩევის წესში ცვლილებებს ითხოვენ. პირველი აქცია ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს გაიმართება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ თსუ-ს "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პირი არ უნდა ხელმძღვანელობდეს.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თსეუ-ს რექტორმა გიორგია შარვაშიძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო ხელისუფლება რექტორად განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოიაზრებს.
სტუდენტები და "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ეს უნივერსოტეტის ავტონომიის უზურპირება და სტუდენტებზე გავლენის მოპოვების მცდელობაა.
საპროტესტო ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება და „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აანონსებს, რომ ოთხშაბათს იქნება კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც მწვავედ დადგება დღის წესრიგშ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევის პრობლემა. უნივერსიტეტის ავტონომია არის უნივერსალური ღირებულება და არავის უნდა მიეცეს უფლება, რომ ეს ავტონომია შეზღუდოს. შესაბამსიად, სტუდენტები და პირველ რიგშ, „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აუცილებლად დაუპირისპირდება ამ რეალობას და არავითარ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას არავის, რომ არსებულ პირობებში დაინიშნოს ახალი რექტორი, რომელიც იქნება არადემოკრატიულად და უსამართლოდ არჩეული, - ამბობს საბა ქერქაძე.