თბილისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - მოკლულია უკრაინის მოქალაქე

09.10.22 17:09
თბილისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - მოკლულია უკრაინის მოქალაქე

თბილისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - მოკლულია უკრაინის მოქალაქე. მას თავში ჭრილობა ბლაგვი საგნით მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. მოტივი შურისძიებაა. მოკლულს ფიზიკური ძალადობის კვალიც აღენიშნება. 

გვამი ვაჯა ფაშაველას გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ერთი კვირის განმავლობაში იყო დამალული. პოლიციამ მომხდარის შესახებ შემთხვევით გაიგო. მოსახლეობა გაუსაძლისმა სუნმა შეაწუხა. 

უკრაინის მოქალაქე ვაჯა ფაშაველას გამზირზე დაახლოებით წელიწადნახვერის განმავლობაში ცხოვრობდა. მას ბინა ნაქირავები ჰქონდა  და არც მეზობლებთან ჰქონდა ხსირი კომუნიკაცია.

მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს არ იცნობდნენ. მათი თქმით, მისი ბინიდან ხმაური არასდროს გაუგიათ, შესაბამისად, არც ის იციან, რა მოხდა იმ საბედისწერო რამეს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მოკლეს. 

არც კი ვიცოდით, რომ იყო გაქირავებული. ძალიან წყნარი ადამიანი იყო, ასე ითქმის. უბრალოდ, ვიღაცამ ატეხა განგაში, რომ არ გამოსულა ერთი კვირა თუ 4 დღე ხაზზე, არც ვიცი ვინ და მოვიდნენ და რაც მოხდა - მოხდა. რაღაცა სპეციფიკური სუნი იყო და ქლორს ასხამდა მეზობელი, მე ალერგიული ვარ ქლორზე და ბუზები იყო..., - ამბობს მეზობელი. 

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. პაატა პეტრიაშვილი წარსულში უკვე ნასამრთლევია. 

დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ როდესაც მამაკაცს აკავებდნენ, მასზე იძზალადეს და ახლა ის ალტერნატიული გამოძიების დაწყებას იწყებს.

პროკურატურა კი ირწმუნება, რომ დაკავებულზე არავის უძალადია და მას არც ძალადობის კვალი აღენიშნება.