არ დაგსჯით - მეუფე სტეფანემ მღვდლების განკვეთა გადაიფიქრა

24.04.21 13:23
არ დაგსჯით - მეუფე სტეფანემ მღვდლების განკვეთა გადაიფიქრა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სამი სასულიერო პირის განკვეთა გადაიფიქრა. ამის შესახებ მეუფე სტეფანემ ამბიონიდან თავად აცნობა მრევლს.მამა დანიელ გვილავა, მამა  პეტრე ღუდუშაური და დიაკვანი ანანია კალანდია განკვეთის მოლოდნში იყვნენ. 

თუ ეხლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება. თუ არა მაინც არ დაგსჯით, იმიტომ რომ მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული. თუ არ შეეცდებით რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო მე არ გამოვიყენებ, განწყობა არ მაქვს რომ ვინმე დავსაჯო, არ მაქვს განწყობა ვინმეს განკვეთისა,"  - თქვა ამბიონიდან მეუფე სტეფანემ.