სასტიკი მკველელობა თელავში - შეეწირა თუ არა 26 წლის ქალის სიცოცხლე მართლმსაჯულების სისტემის დაუდევრობას?

10.10.22 14:32
სასტიკი მკველელობა თელავში - შეეწირა თუ არა 26 წლის ქალის სიცოცხლე მართლმსაჯულების სისტემის დაუდევრობას?

შეეწირა თუ არა 26 წლის ქალის სიცოცხლე მართლმსაჯულების სისტემის დაუდევრობას? - შემზარავი მკვლელობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, რატომ გაუშვა ციხიდან ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი მოსამართლემ სახლში, როცა არსებობდა დანაშაულის გამეორების საფრთხე?

"პირველებს" სოფელ კონდოლში უყვებიან, რომ თორნიკე გამხვეტელაშვილის მამაც მკვლელობის ბრალდებით იხდის სასჯელს. კაცი ქვისლის მკვლელობისთვის გაასამართლეს. 

ირკვევა, რომ მკვლელობამდე 2 კვირით ადრე 22 წლის კაცმა მეგობარი ქალი სასტიკად მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ თეონა ბაღანაშვილმა ავტომობილი დაამტვრია. ქალმა პოლიციას მიმართა, მოძალადე დააკავეს, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაზარალებულ ქალს ჩვენება დაკავებულის ბიძამ შეაცვლევინა, რის საფუძველზე მოძალადე 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა თორნიკე გამხვეტელაშვილის დაკავებიდან მალევე გაუჩინარდა. 

26 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს   დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგნენ. ახალგაზრდა კაცს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სასტიკი ანგარიშსწორება გუშინ 4 საათზე ალაზნის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 26 წლის გოგო სამ არასრუწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცი ბინაშ მოტყუებით შევიდა. მეზობლები ამტკიცებენ, რომ მათ კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ.