უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელიაა. ის დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა, ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო.
კიევში დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1-მდე ადამიანი დაიღუპა, 24 კი - დაშავდა.