უბედური შემთხვევა, თუ შურისძიება? თბილისის ცენტრში ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის მანქანა ააფეთქეს

10.10.22 20:24
უბედური შემთხვევა, თუ შურისძიება?  თბილისის ცენტრში ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის მანქანა ააფეთქეს

აფეთქება თბილისის ცენტრში. საცხოვრებელი კორპუსის, ,,ქინგ დევიდის", ავტოსადგომზე დღის 3 საათზე ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა.

ნაღმი მოქმედებაში 3 საათზე მოიყვანეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არ არის, რადგან აფეთქების მომენტში მანქანაში არავინ იჯდა. ამ დროისთვის ბიზნესმენის კუთვნილი ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

თავად მეტონიძე კონტაქტზე არ გამოდის. თუმცა არ არის გამორიცხული, დღევანდელი აფეთქება შურისძიებას უკავშირდებოდეს. 

7 თვის წინ მეტონიძე ,,ლაგუნა ვერეზე" მომხდარ სისხლიან დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.  ის შეხვედრაზე ჯავშანჟილეტითა და 17 კაცის თანხლებით მივიდა.

ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა. თავად დაჭრილი მეტონიძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავს.

ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილი სიუჟეტი