აფეთქება თბილისის ცენტრში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

11.10.22 10:50
აფეთქება თბილისის ცენტრში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

აფეთქება თბილისის ცენტრში - ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულებულებს  პოლიცია ვერ აკავებს. 24 საათზე მეტია გომელაურის უწყება იმ სამ მამაკაცს  ეძებს, რომლებსაც ბიზნემენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქებას ედავებიან.

"ტვ პირველმა" მომხდარის დეტალები გაარკვია.  ირკვევა, რომ ტერაქტის მცდელობაში სამი პირი მონაწილეობდა. ისინი  თბილისის ცნეტრში, ალექსიძის ქუჩაზე ნიღბების გარეშე  მივიდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბიზნემენის მანქანზე დაამონტაჟეს და ტერიტორია  მალევე  დატოვეს.

კადრებით, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოღო, დასტურდება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა, რადგან მეტონიძის ავტომობილი მას შემდეგ აფეთქდა, რაც სავარუდო დამნაშავეებს  შემთხვევის ადგილი დიდი ხნის  დატოვებული ჰქონდათ.

დამნაშავეებმა, რომლებიც ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ, სავარაუდოდ, დეტალურად იცოდნენ, როდის უნდა გამოსულიყო ბიზნესმენი სახლიდან, თუმცა მეტონიძეს სტუმარი ჰყავდა სახლიდან გამოსვლა დააგვიანა. 

გამოძება მსუბუქი,  სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მარლენ მეტონიძის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, რადგან ადგილი ბიზნესმენის აფეთქების მცდელობას ჰქონდა. მისი თქმით, საქმის ძიება პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით უნდა აღძრას.

თავად მარლენ მეტონიძე ამ დრომდე გამოკითხული არ არის. 

გამოძიების შედეგებს ველოდებით, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ან რას გამოიკვლევს ანუ ეს იყო მიზანმიმართული კრიმინალური მოქმედება თუ შემთხვევითობა. მარლენი მშვიდად არის, წყნარად არის, გაწონასწორებულია და ელოდება საგამოძებო მოქმედებების ჩატარებას და შემდგომშ უკვე მისთის ცნობილი გახდება დაზარლებულად უნდა სცნონ... დაიკითხება უახლოეს დღეებში, - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. 

ბიზნესმენის ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. მას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.  

არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე შურისძიების მსხვერპლი გახდა. 

7 თვის წინ მეტონიძე ,,ლაგუნა ვერეზე" მომხდარ სისხლიან დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.  ის შეხვედრაზე ჯავშანჟილეტითა და 17 კაცის თანხლებით მივიდა.

ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა. თავად დაჭრილი მეტონიძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის  მალევე გაათავისუფლეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავს.