კლინიკა „ვივამედის“ და ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა ერთმანეთს ემთხვევა - გელბახიანი

11.10.22 13:34
კლინიკა „ვივამედის“ და ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა ერთმანეთს ემთხვევა - გელბახიანი

კლინიკა „ვივამედის“ და ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა ერთმანეთს ემთხვევა - ეს განცხადება ცოტახნის წინ, პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა. 

ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ინფორმაცია სააკაშვილს კლინიკის ადმინისტრაციამ მიაწოდა. 

„კლინიკა „ვივამედის“ და ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ამერიკელი ექპსერტების დიაგნოზი თუ ემთხვევა „ვივამედის“ დასკვნას. მათ თქვეს, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით ამერიკელი ექსპერტების დიაგნოზი რა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, დაემთხვევა მათი და ჩვენი შედეგები. გვაქვს ეჭვი, რომ ის სამკურნალო მედიკამენტოზური საშუალებები, რომელიც აქამდე ეძლეოდა, როგორც პაციენტს, არ იყო შესაბამისი იმ დიაგნოზის, რაც სინამდვილეში ჰქონდა. სააკაშვილმა მითხრა, რომ კლინიკის ხე4ლმძღვანელობა იყო მასთან მისული და სწორედ მათ შეატყობინეს ამის შესახებ. არ გამოვრიცხავ, თავად „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე ყოფილიყო“. - ამბობს გელხბახიანი.
 

მსგავსი სიახლეები