არ მაინტერესებს, ადვოკატმა რა თქვა, სულ არ მინახავას "ემპათიის" დასკვნა - „ვივამედი" გელბახიანს პასუხობს
კლინიკა „ვივამედისა“ და ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა ერთმანეთს ემთხვევა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი უარყოფს.
ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სულ არ იცის, რა წერია „ემპათიის“ დასკვნაში და გელბახაინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ აინტერესებს.
„ადვოკატი რას საუბრობს, ნაკლებად მაინტერესებს. და რამდენად ადეკვატურად საუბრობს ადვოკატი, ეს კიდევ ცალკე საკითხია. სულ არ მინახავს ჯიშკარიანის დასკვნა და არც „ემპათიის“ დასკვნა ყოფილა წარმოდგენილი“. - ამბობს ჩხაიძე.
„პირველები“ ნინო ნადირაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.