თსუ-ს პროფესორის პუტინისტურ განცხადებას მარინა მუსხელიშვილის კოლეგები ემიჯნებიან
ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პრორუსი პროფესორის განცხადებას, რომელსაც "შუშის ხიდს პუტინის ბომბები ურჩევნია" უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები კატეგორიულად ემიჯნებიან.
მარინა მუსხელიშვილის კოლეგები ფიქრობენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის განცხადება სახიფათოა.
,,ეს ცალსახად, არარელევანტური განცხადებაა, რომელიც არ შეესაბამება აკადემიურ სივრცეს. არ შეიძლება პროპაგანდისტული იდეების ირიბად გავრცელება“- აცხადებს პროფესორი.
უნივერსიტეტის პროფესორებისთვის პრორუსული პოზიცია მიუღებელია, როგორც პროფესორების, სტუდენტების და ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან.
,,მარინას ვინ ეკითხება, ვინ რა ქნა და ვის რა შეეძლო. უნივერსიტეტის პროფესორია და თავის საქმეს მიხედოს. ასეთი განცხადებები გაურკვეველია“ - ამბობს ,,თსუ“-ს პროფესორი .
პუტინის მხადამჭერი განცხადება და სკანდალური პოსტი "ქართული ოცნების" მეგობარმა ლექტორმა სოციალურ ქსელში მაშინ გაავრცელა, როდესაც ანექსირებული ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ პუტინმა იერიში კიევზე მიიტანა და უდანაშუალო ადამიანები მოკლა.