გვჭირდება ცვლილება და არა პარტიული განახლება - თსუ-ს სტუდენტები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

11.10.22 15:40
გვჭირდება ცვლილება და არა პარტიული განახლება - თსუ-ს სტუდენტები  საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასშტაბური პროტესტის ზღვარზე დგას. სტუდენტები ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად ,,ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირის წარდგენას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ არჩევნები არა დახურულ წრეში, არამედ, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

უნივერსიტეტი უნდა იყოს აკადემიური სივრცე, რომელიც იქნება სრულიად თავისუფალი პოლიტიკური და პარტიული ზეგავლენებისგან.

თსუ-ში არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც წინა აკადემიურმა საბჭომ და რექტორმა ვერ გადაჭრეს. შესაბამისად, უნივერსიტეტს სჭირდება განახლება, ეს განახლება უნდა იყოს გულწრფელი, ის არ უნდა იყოს პარტიულიუ ცვლილება და ერთი ადამიანის მეორეთი ჩანაცვლება - აცხადებს უნივერსიტეტის სტუდენტი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, რომელიც 20 ოქტობერს უნდა გაიმართოს,  სავარაუდოდ დიდი პროტესტის ფონზე ჩატარდება, რადგან სტუდენტები ხვალ უკვე პირველ აქციას გეგმავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გია შერვაშიძე, თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, 7 ოქტომბერს გადადგა.

მსგავსი სიახლეები