ფემიციდის მზარდი სტატისტიკა - უფლებადამცველები, პრობლემის მთავრობის დონეზე გადაწყვეტას ითხოვენ

11.10.22 15:19
ფემიციდის მზარდი სტატისტიკა - უფლებადამცველები, პრობლემის მთავრობის დონეზე გადაწყვეტას ითხოვენ

კახეთში მოხმდარმა მკვლელობამ, მართლმსაჯულების კრახი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამიტომ იურისტები კიდევ ერთხელ იმ არასწორი პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ალაპარკდნენ, რის გამოც  საქართველში ფემიცდის მზარდი სტატისკაა.

იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სტანდარტი, რომლითაც  მოძალადის გათავისუფლების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს, შესაცვლელელია. 

ბაია პატარაიას თქმით, მოქმედი კანონით მოძალადე პასუხიმგებლობისგან დაზარალებულის  შეცვლილი ჩვენების საფძველზე სრულად  თავისუფლდება, რაც პატარაიას განცხადებით არასწორი და შესაცვლელი პრაქტიკაა, რადგან მსხვერპლის შეცვლილი ჩვენება ძირითადად მათზე ზეწოლით ხდება.

პატარაია ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას მოითხოვს და ამბობს, რომ პრობლემა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა დაისვას.

წელს უპრეცედენტოდ მაღალია ფემიციდების რიცხვი და პრაქტიკულად 2014 წლის ნიშნულს ვუბრუნდებით, რაც არის ტრაგედია. ამიტომ საკითხი უნდა დაისვას მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე. ხომ შიეძლება ელექტრონული სამაჯური მაინც იყოს გამოყენებული. სწორედ ასეთი შემთხვევბის თავიდან ასაცილებლად არის ეს მოფიქრებული, მაგრამ არ იყენებენ. ერთი სერიოზული პრობლემა, რაც ჩვენს გამოძიებაში გვაქვს არის ის, რომ არ ხდება აუციო-ვიდეოჩაწერა მსხვერპლის ჩვენებას და არც არავის ჩვენების. ხდება ხოლმე რაღაცა მოკლე შეჯამება და რომელსაც მერე უკვე თუ ზეწოლა განხორციელდა, მსხვერპლი ისედაც ცვლის ამ ჩვენებას, საერთოდ არარაფერი არ გვაქვს, მათ შორის არც ჩანაწერი“. - ამბობს ბაია პატარაია.
 

თელავში მომხდარი მკვლელობის გარდა, საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში ფემიციდის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 

მსგავსი სიახლეები