რა კავშირი აქვს ბიზნესმენის აფეთქების მცდელობის საქმეს "ლაგუნა ვერეზე" მომხდარ მკვლელობასთან? - პროკურორის განცხადება

11.10.22 15:10
რა კავშირი აქვს ბიზნესმენის აფეთქების მცდელობის საქმეს "ლაგუნა ვერეზე" მომხდარ მკვლელობასთან? - პროკურორის განცხადება

ტერაქტის მცდელობა თბილისში - რა კავშირი აქვს ბიზნესმენის აფეთქების მცდელობის საქმეს გახმაურებულ მკვლელობასთან?

საგამოძიებო უწყება მარლენ მეტონიძის აფეთქების მცდელობასა  და ვერაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის  კავშირებს ადგენს.

მეტონიძე აღნიშნული "ე.წ." ქურდული გარჩევის  ოქროს მოწმე და 2 ადამიანის მკვლელობის პირდაპირი თვითმხილველია, ამიტომ არ არის გამორიცხული, გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტის  მოშორება  შურისძიების მიზნით  დაუკვეთეს.

აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ვერაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის პროკურორი "პირველებთან" ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, მეტონიძის აფეთქების მცდელობა და ვერაზე მომხდარი მკვლელობას შორის შესაძლო კავშირი მათი ინტერესის სფერო არ არის. 

ვასილ სამხარაძის თქმით, თუ ვინმეს აინტერესებს, არის თუ არა ამ ორ სისხლის სამართლის საქმეს შორის რაიმე სახის კავშირი, ეს უნდა იყოს იმ საქმის პროკურორი, რომელიც მარლენ მეტონიძის საქმეს გამოიძიებს. 

"პროკურორი რომელიც ზედამხედველია იმ კონკრეტულ საქმეზე, დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესებულია, შესწავლილი აქვს და ყველაფერი გარკვეულია. ჩემი სისხლის სამართლის საქმეზე მარლენ მარლენ მეტონიძე მოწმის სახით გამოცხადდება. 

მარლენ მეტონიძისთან დაკავშირებული ინცინდენტები არ არის იმ სისხლის სამართლის საქმეზე განსახილველი თემა სადაც მე წარმოვადგენ ბრალდების მხარეს"- თქვა პროკურორმა. 

საპირისპიროს აცხადებენ იურისტები. ადვოკატების განცხადებით მნიშვბელოვანია გამოძიებამ დაადგინოს, არის თუ არა კავშირი მეტონიძის ავტომობილის აფეთქებასა და ლაგუნა ვერეზე 7 თვის წინ მომხდარ მკვლელობას შორის. 

მსგავსი სიახლეები