სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

11.10.22 17:12
სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. 

თავად „მთავარი არხის“ დამფუძნებელს სხდომაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

პროცეს ასევე ესწრება ნიკა გვარამიას მეუღლე და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. 

სოფო ლილუაშვილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი რომ  სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, გიგი უგუილავა ამბობს, რომ სააპელაციომ შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს სახე მოწმინდოს და ბრალი დატოვოს, თუმცა შეუძლია ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუცვალოს.

ეხლა არიან გამწარებულები, რაციონალური მარცვალი ნაკლებად ფიგურირებს მათ გადაწყვეტილებაში, თორემ, მინიმუმ სახე რომ მოწმინდოს სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციას, შეუძლია დატოვოს ეს ბრალი, მაგრამ საპატიმრო შეცვალოს. თუ აპელაცია ძალაში დატოვებს და ნიკა ისევ ციხეში იქნება, მერე საზოგადოებრივი მოთხოვნა უნდა იყოს პრეზიდენტის მიმართ“. - ამბობს უგულავა.

სასამართლოს დაწყების წინ კომენტარი გააკეტა ასევე საქმის პროკურორმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ბრალდებები კონკრეტულ მტკიცებულებებს ემყარება. სწორედ ამიტომ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკა გვარამია საპატიმროს ვერ დატოვებს.

დღეს „მთავრი არხის" დამფუძნებლის ბოლო სასამართლო პროცესია. ახლა მოსმართლეთა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებს უკან ციხეში, თუ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას. 

მსგავსი სიახლეები