დოროყაშვილმა ხელი ამიქნია და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რასაც აქ ვერ ვიტყვი - ბასილაშვილის დედა
ნეკა დოროყაშვილს ყოფილი დედამთილი, ნატალია ნაჭყებია ფსიქოლოგიურ ზეწოლაში და გინებაში ადანაშაულებს.
მისი მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს ნეკა დოროყაშვილი მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და უშვერი სიტყვებით გალანძღა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ამბობს, რომ ერიდება იმ სიტყვის თქვა, რაც მას ყოფილმა რძალმა უწოდა. ამიტომ მოწმემ ეს სიტყვა მოსამართლეს ფურცელზე დაუწერა.
"როდესაც მივედი მეორე სართულის კუთხეში, აივნის კუთხეში დავინახე ესეთი სიტუაცია - მანქანის კარებთან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა რომ გააღოს. მივხვდი, რომ უნდოდა სკანდალის მოწყობა. დავუწყე დამშვიდება - "ნელიკო, დამშვიდდი, დაწყნარდი..." მოსცილდა მანქანას, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა"- თქვა ნაჭყებიამ.
მოწმის მტკიცებით, ნიკა ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.