თელავში ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პირი პატიმრობაში დატოვა.
გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა 26 წლის მეუღლეს, თეონა ბაღანაშვილს, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გამხვეტელაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.