ვინ ააფეთქა ბიზნესმენის მანქანა - ,,პირველებისთვის" ალექსიძის ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის დეტალები გახდა ცნობილი
,,პირველებისთვის" ცნობილი გახდა მარლენ მეტონიძეზე განხორციელებული სავარაუდო ტერაქტის დეტალები: დედაქალაქის ცენტრში, ალექსიძის ქუჩაძე, 10 ოქტომბერს, 3-მა პირმა ბიზნესმენის პირად ავტომობილზე ასაფეთქებელი ნივთიერება ისე დააყენა, რომ წუთების სიზუსტით ჰქონდა გათვლილი აფეთქების დრო, თუმცა გეგმები მარლენ მეტონიძის სტუმარმა ჩაუშალა. სწორედ სტუმართან შეყოვნების გამო ბიზნესმენი დაგეგმილზე უფრო გვიან გამოვიდა სახლიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, გავიდა თუ არა იმ სამი პირის კვალზე, ვინც ბიზენსმენ მარლენ მეტონიძის მანქანა დანაღმა.
უფრო ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტი.