ადიდებულმა მდინარემ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

11.10.22 19:33
ადიდებულმა მდინარემ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. ადიდებული მდინარის მიერ ჩამოტანილმა ნაკადმა ჩახერგა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზა, წაიღო შიდა საუბნო გზების ნაწილი, დააზიანა ხიდ-ბოგირები, წყალი შევიდა რამდენიმე ოჯახშიც.

ადგილზე შეიქმა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის შედეგებს სწავლობს და ზარალს დაითვლის.

 

მსგავსი სიახლეები