საქართველოს პირველი ჩოგანის დედა ყოფილ რძალს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ყოფილ რძალს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. თითქმის 5 საათის განმავლობაში ნატალია ნაჭყებია სასამართლოს კითხვებს პასუხობდა.
ამ დროის განმავლობაში მოწმე იმ ბრალდებების გაქარწყლებას ცდილობდა, რომელიც მისმა ყოფილმა რძალმა სპორტსმენსა და მის ოჯახს წაუყენა.
დღეს მოსმენილ ჩვენებას არ ეთანხმენა ნეკა დოროყაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ახლა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი გამოგონილი ბრალდებებით დანაშაულის დაფარვას ცდილობს.
რა ჩვენება მისცა დღეს ჩოგბურთელის დედამ და რას პასუხობს მას ყოფილი რძალი? - ვრცლად იხილეთ გიორგი ხუხიას სიუჟეტი.