ტერაქტის მცდელობა წალენჯიხაში - გამთენიისას ქალაქის მერის ავტომობილი ააფეთქეს

12.10.22 11:01
ტერაქტის მცდელობა წალენჯიხაში - გამთენიისას ქალაქის მერის ავტომობილი ააფეთქეს

წალენჯიხაში ქალაქის მერის ავტომობილი ააფეთქეს. გიორგი ხარჩილავას სახლთან  სავარუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა გამთენიისას ამოქმედდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანის ნაწილები კი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

ავტომობილი პირადად გიორგი ხარჩილავას საკუთრება იყო და მერიის ბალანსზე არ ყოფილა. 

ვინ და რა მოტივით დაწვა ქალაქის მერის ავტომობილი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდო დამანაშავეები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.

თავად მერი  დარწმუნებულია, რომ თავდასხმა  ხელისუფლების მხრიდან მისი დაშინების მიზნით დაიგეგმა, რადგან ის ერთადერთი ოპოზიციონერი მერია.  გიორგი ხარჩილავას თქმით, ავტომობილს ცეცხლი დაახლოებით დილის 4 საათზე გაუჩნდა და აშკარაა, რომ მას გარშემო ბენზინი მოასხეს და ცეცხლი ამგვარად წაუკიდეს. 

ჩემი მანქანა დამწვარია ჩემი სახლის წინ სრულად. 4ის ნახევარზე შვილმა იგრძნო გასკდომის ხმა. მაშინვე დავრეკეთ 122-ში, მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა, მძლავრად ეკიდა მანქანას ცეცხლი. ეს არის აქტი, რომელიც ალბათ გზავნილსაც შეიცავს და ვფიქრობ იმაზე, რომ წალენჯიხა არის ოპოზიციური, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, რომელიც ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, რომელიც ამხელს და წალენჯიხა არ გახდა მუჭში მოქცეული მუნიციპალიტეტი, რომელიც სისტემიდან გამორჩეული გახდა და შეიძლება ვიღაცა ძალიან გააღიზიანა. ჩემთვის გასაგებია, გავიგე ყველაფერი, მაგრამ უფრო აზარტული ვიქნები, რეფორმებშიც, ანტიკორუფციულ ამბებშიც და ყველაფერში, რისთვისაც ხალხმა ამირჩია, - თქვა წალენჯიხის მერმა. 

მსგავსი სიახლეები