ყირმის ხიდის აფეთქება - "ეფესბეს" მტკიცებით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შევიდა
რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.
მოსკოვი ასევე ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის დაზვერვის შეფმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა. "ეფესბეს" ცნობით, ასაფთქებელი მოწყობილობა პოლიეთილინის ფირით 22 პლატაზე რულონებში იყო შეხვეული, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტს შეადგენდა.
უწყების განმარტებით, სატვირთო ავტომობილის მარშრუტი ასე გამოიყურებოდა: სატვირთო ავტომობილი აგვისტოს დასაწყისში ოდესის პორტიდან ბულგარეთში გადაიგზავნა, რის შემდეგაც ფოთის პორტში შევიდა. შემოსული საქონელი საქართველოში წითელი ფერის უცხოურნომერიან სატვირთო ავტომობილში ჩაიტვირთა. ფოთიდან საქონელი სომხეთში წავიდა, სადაც საქონელი საბაჟო კავშირის წესებით განბაჟდა, შემდეგ კი იგივე ავტომობილი რუსთში გადავიდა, საბოლოოს პუნქტი კი კრასნოდარის მხარის ქალაქი ალმავირი იყო, სადაც ტვირთი სხვა ავტომანქანაში გადაიტანეს, რომელიც ყირმისკენ გაემართა.
დასახელებულია ასევე საქართველოს ერთი მოქალაქის სახელი - სანდრო ინასარიძე და კიდევ ერთი პირი სახელად ლევანი.
მოსკოვია ასევე იტყობინება, რომ ხიდზე ტერაქტის მოზმადების 12 თანამზრახველია გამოვლენილი, აქედან 8 უკვე დაკავებულია.