სააკაშვილის ადვოკატი "ვივამედისგან" მესამე პრეზიდენტის კადრების გასაჯაროებას თხოვს
მიხეილ სააკაშვილს ,,ვივა მედში" ამ წუთებში მისი უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე, ხვდება. მიხეილ სააკშვილის ადვოკატმა პენიტენციურ სამსახურს მიმართა, რათა გადმოეცეს ,,ვივა მედის" კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატის კადრები. ოფიალური განცხადება უწყებაში უკვე შეტანილია.
სასჯელაღსრულებისგან ვითხოვთ სააკაშვილის დაპატიმრებიდან დღემდე არსებული ვიდეოჩანაწერების გადმოცემას, ხოლო ,,ვივა მედიდან" ვითხოვთ პირველი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიას.
როგორც გაირკვა, პირველი საერთაშორისო ექსპერტების, ბატონი გოლდსმიტის, ჩამოსვლის დროსაც დაკარგა სააკაშვილმა გონება. ამმ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვინდა.
სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიაში ერთადერთი ცნობა ვიპოვეთ, სადაც გონების დკარგვის შესახებ ინფორმაცია გაკვრით არის ნახსენები. ახლა კი უფრო დეტალურად ვითხოვთ ამ დოკუმენტების ამოღებას.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ამერიკელი ექსპერტებიმ იტყუებიან, საინტერესოა, რას იტყუებიან, როცა მათ დასკვნა არც გამოუქვეყნებიათ. ანუ არაფერი არ უთქვამთ და ესენი იძახიან, რომ იტყუებიან. რას იტყუებიქნ, არაფერს? ანუ რარაც გაუგებარი პოზიციაა. მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილს აწონებენ თავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ ისინი ეტყვიან ივანიშვილს, მას მე ვეტყვი, რა არის და როგორ ხდება ყველაფერი.
თუ საჭირო იქნება, შევხვდები ბიძინა ივანიშვილს. რა პრობლემა მაქვს, სანამ მაგენი იცნობდნენ ივანიშვილს, კარგა ხნით ადრე ვიცნობდი. ამ საქმესთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია არ მქონია. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მექნება - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე უკიდურესად დამძიმდა, ვიდეომასალა კი საბოლოო საერთაშორისო ექსპერტებს სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად სჭირდებათ.