უხელფასობის გამო კლინიკა ,,ოპტიმა მედის" თანამშრომლები გაიფიცნენ

12.10.22 13:34
უხელფასობის გამო კლინიკა ,,ოპტიმა მედის" თანამშრომლები გაიფიცნენ

 კლინიკა "ოპტიმა მედის" თანამშრომლები უხელფასობის გამო გაიფიცნენ. მედიკოსები ამბობენ, რომ თვეებია, მუშაობა ანაზღაურების გარეშე უწევთ.

4 თვეა, არ არის ხელფასები, ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ერთ კვირაში იქნება. აბრალებენ ჯანდაცვას, რომ ერთი თეთრი არ შემოსულა ჯანდაცვის სამინისტროსგან, არ ვიცი, რამდენად მართალი არის ეს ინფორმაცია - ამბობს კლინიკის თანამშრომელი, ნანუკა ბარდაველიძე.

კლინიკის ადმინისტრაცია ყველაფერში ჯანდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ აზარაშვილის უწყება მათ კუთვნილი დაფინანსებას  გადარიცხვაზე  უარს ეუბნება. სწორედ ამ ფაქტის გამო ამიტომ კლინიკაში კოლაფსია და პრაქტიკულად გაკოტრების პირას არიან.

,,ტვ პირველმა" ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, აგვიანებს თუა რა კლინიკა ,,ოპტიმა მედისთვის" თანხების გადაცემას, თუმცა, აზარაშვილის უწყებას ამ ეტაპზე პასუხი არ გაუცია.

მსგავსი სიახლეები