„ვივამედში“ ექსპერტიზაზე იყვნენ მისულები, მაგრამ სააკაშვილთან არ შესულან - ხაჭაპურიძე

12.10.22 13:48
„ვივამედში“ ექსპერტიზაზე იყვნენ მისულები, მაგრამ სააკაშვილთან არ შესულან - ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილს  დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სპეციალური როლერის გამოყენებით დადის.

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ განცხადება ცოტახნის წინ მისმა ადვოკატმა კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, გუშინ „ვივამედში“სამხარაულის ექსპერტიზთა ბიუროდან კონკრეტული დოკუმენტაციის გასაცნობად იყვნენ მისულები , თუმცა მათ მესამე პრეზიდენტი არ გაუსინჯავთ.

ვერ გავიგე სიმართლე გითხრა ეს, რასაც იუსტიციის მინისტრი ამბობდა, იმ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზეა საუბარი, თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარგა ხნის წინ აქვს დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამის ფარგლებში ტარდება. გუშინაც ყოფილან, მაგრამ მასთან არ შესულან“. - ამბობს ხაჭაპურიძე.


 

მსგავსი სიახლეები