გაიარა თუ არა სატვირთო ავტომობილმა საქართველოს საზღვარი - ფინანსთა მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ტროტილით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საბაჟო სამსახურს შემოწმების პროცედურა კარგად აქვს გაწერილი.
არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. მე არ მაქვს ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება, პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან, თუმცა ის, რომ ვიღაცამ თქვა უბრალოდ და ამიტო მე თავი უნდა ვიმართლო, ნამდვილად ვფიქრობ, რომ თავი არ უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია. სპეკულაცია თუ არის, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ საბაჟო სამსახურს თავისი მოვალეობის შესრულებაში ეს პროცედურა აქვს ძალიან კარგად გაწერილი და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, - ამბობს
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.