გადაიტანეს თუ არა ტროტილი საქართველოს გავლით - ფოთში ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ
გაიარა თუ არა საქართველოს საზღვარი ტროტილით დატვირთულმა სატვირთომ - ფოთში ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ. ამის მიუხედავად, ადგილზე მომუშავე მძღოლები და მესაზღვრეები ამბობენ, რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ყველა ტვირთი მკაცრ კონტროლს გადის.
"პირველებმა" მესაზღვრეებს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა გაახსენა, როდესაც მესამე პრეზიდენტმა საზღვარი სატვირთო ავტომობილით გადმოკვეთა და ეს ყველას შეუმჩნეველი დარჩა. ამასთან დაკავშირებით ადგილზე მომუშავეები ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ყველა სატვირთო კონტროლს არ გადის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.