მთავრობის ვალი მომავალ წელს 31 მილიონ ლარს მიაღწევს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

12.10.22 17:52
მთავრობის ვალი მომავალ წელს 31 მილიონ ლარს მიაღწევს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება წელსაც მნიშვნელოვან ვალს იღებს. 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ამბობენ, გაისად აღნიშული ვალი 31 მილიონ ლარს მიაღწევს. საუბარია როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ვალისგან ნაწილობრივი გათავისუფლების საუკეთესო ვარიანტია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი, რადგან, ამ დროს ქვეყანას შანსი აქვს, რომ ვალის ნახევარი გრანტის სახით წამოვიდეს, ანუ გვაჩუქონ და აღარ იყოს გადასახდელი.

მთავრობის ვალი ისევ იზრდება. გაისად მიაღწევს 31 მილიონ ლარს. მილიარდ 400 მილიონი ლარის საშინაო ახალ ვალს იღებს მთავრობა, რომელიც არის ძალიან ძვირიანი. 9-10 პროცენტი არის განაკვეთი და ძალიან მძმე ტვირთად აწვება მერე ქვეყანას. მტავრობას შეუძლია ნაკლები ვალი აიღოს, თუ ხარჯებს შეამცირებს. ამის ერთ-ერთი გზა არის, თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის სტატუსს, იმ ფულის ნაწილი, რომელსაც ჩვენ დღეს ვალად გვაძლევენ, შესაძლოა, წამოვიდეს გრანტის სახით, ანუ გვაჩუქონ და აღარ იყოს გადასახდელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“. - ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

მსგავსი სიახლეები