ერთმანეთში გაუგებრობა ჰქონდათ - აბასთუმანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

24.04.21 19:00
ერთმანეთში გაუგებრობა ჰქონდათ - აბასთუმანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

აბასთუმანში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოკლული "ჯეო-გრუპის" თანამშრომელია, რომელიც მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

სავარაუდო დამნაშავეები კი ამავე კომპანიაში მომუშავე  ძმები არიან. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით სამშენებლო ობიექტზე,შესვენების დროს   მოხდა, რასაც 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ტრაგიკულ შემთხვევას წინ უთანხმოება უძღოდა. 

ერთმანეთში ჰქონდათ გაუგებრობა,რაღაცაზე ვერ მორიგდნენ. მშრომელი ხალხი იყო. ჩვენთან მუშაობდნენ, ჭრიდნენ მორებს," - ამბობს "ჯეო-გრუპის" თანამშრომელი.

შემთხვევის დროს ასევე დაიჭრა მეორე პირი, 41 წლის კაცი, რომლის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ამ დროისთვის ფაქტზე დაკავებული არ ჰყავს.