ვინ ააფეთქა წალენჯიხის მერის ავტომობილი - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია
ადამიანების ჯგუფი, რომელმაც წალენჯიხის მერის მანქანა ააფეთქა პოლიციამ ამ დრომდე არ დააკავა. შინაგან სამქეთა სამინისტრო ცდილობს ტერაქტის მცდელობა სხვა განზომილებაში გადაიყვანოს. უწყება ავრცელებს ვერსიას, თითქოს ღამის 4:00 საათზე ავტომობილი ტექნიკური გაუმართაობისს გამო დაიწვა.
წალენჯიხის მერის მოთხოვნით საქმეში უკვე ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც გამოძიებისა ალტერნატიულ დასკვნას დადებს. ხარჩილავას თქმით, საქმეში ერთ-ერთი მთავარ მთკიცებულებას ის ნამწვი წარმოადგენს, რომელიც ადგილზე აფეთქების შემდეგ დარჩა.
საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიხალე არ არის. არავითარი შეტყობიენბა ან გასაუბრება შემდეგ არ ყოფილა, ამიტომ ჩემთვის უცნობია ეს შედეგები, რაში დაიხარჯა ეს 24 საათი. გამომდინარე იქიდან, რომ იქ აშკარა კვალი იკვეთება ანუ იქ არის ნამწვის ზოლი როგორც გუშინ აღვნიშნე, რომელიც მექანიზმს ასახავს თუ როგორ მოხდა ამ მანქანისთვის ხანძრის გაჩენა და ეს საქმისთვის უკეთესია, რომ რამდენიმე ექსპერტმა მიიღოს გადაწყვეტილება ანუ დადოს დასკვნა, რათა სწორი გამოძიება იქნეს უზრუნველყოფილი, - თქვა ხარჩილავამ.
ოპოზიციონერი ლედერები დღეს წალენჯიხაში იკრიბებიან. ადგილზე ჩასვლას ენმ-ს თავმჯდომარეც გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ გიორგი ხარჩილავა პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.
წალენჯიხის მაღლჩინოსნები ამბობენ, რომ გამოძიებას არ ენდობიან. საქმეში ჩართულობის მოთხოვნით მათ დიპლომატიური კორპუსს უკვე მიმართეს.