წინასწარ ასეთი განცხადებების კეთება ცოტა უცნაურია - შალვა ხაჭაპურიძე რატი ბრეგაძეს პასუხობს

13.10.22 11:23
წინასწარ ასეთი განცხადებების კეთება ცოტა უცნაურია - შალვა ხაჭაპურიძე რატი ბრეგაძეს პასუხობს

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის უკრაიანისთვის გადაცემას არ აპირებს. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, შეასრულოს კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ამბობს, რომ საქართველოს ჯერ უკრაინიდან სააკაშვილის დროებით საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოებისთვის გადაცემის მოთხოვნა არ ჩაბარებია, ამიტომაც, მისი თქმით, რატი ბრეგაძის მხრიდან უცნაურია მსგავსი განცხადებების კეთება.

სიმართლე გითხრათ, ველოდით ასეთ პასუხს, თუმცა მინისტრის მხრიდან როცა ასეთი განცხადება კეთდება, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, დალოდებოდნენ მათ, იქნებ, არც უგზავნიან დოკუმენტაციას. წინასწარ ასეთი განცხადებების კეთება ცოტა უცნაურია. ნუ მათი ნებაა, თუმცა საზოგადოება ამას უსმენს და უყურებს. სააკაშვილის სიცოცხლე აშკარად საფრხთეშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დანარჩენს უკვე ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ამის მტკიცებულებებს სასამართლოზე წარვადგენთ“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 
 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, თქმით, დოკუმენტის მიღების შემთხვევაში ოფიციალური თბილისი კიევს მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარს ეტყვის. 

მსგავსი სიახლეები