ქურდობა ზუგდიდის ბაზარში - გამყიდველს ფული მოპარეს

24.04.21 19:31
ქურდობა ზუგდიდის ბაზარში -  გამყიდველს ფული მოპარეს

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ფულის გადასახურდავებელ პუნქტში  57 წლის მამაკაცმა  გამყიდველ ქალს, დაახლოებით 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით,ბაზრიდან მოშორებით ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს.ნივთმტკიცების სახით ამოიღებულია თანხა.

მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს.