ძალადობდა თუ არა საქართველოს პირველი ჩოგანი ცოლზე - ჩვენებას სასამართლოს ბასილაშვილის ძმა მისცემს
ნიკა ბასილაშვილის ძმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხება. ქვეყნის პირველი ჩოგანის ოჯახის წევრი მოწმის სტატუსით აძლევს ჩვენებას.
თენგიზ ბასილაშვილმა უნდა თქვას, ძალადობდა თუ არა მის ძმა ყოფილ ცოლზე. საუბარია ამერიკის ეპიზოდზე, სადაც დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ სასტუმროში მას მეუღლემ ფიზიკური დაზიანება მიაყენა, ჩაარტყა ჩოგნებით სავსე ჩანთა.
როგორც ცნობილი გახდა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძმა საკმაოდ ვრცელი ჩვენების მიცემას აპირებს. თუმცა, რის მოყოლას აპირებს, მას წინასწარ განმარტება არ გაუკეთებია.
ნეკა დოროყაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის ჩვენება, რის მიცემასაც მისი ყოფილი მაზლი აპირებს, თავიდან ბოლომდე გამოგონილია.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ადგილზე უკვე მივიდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი უფლებადამცველებიც.