3 მოზარდი შადრევანიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, გაშავებულები იყვნენ, ერთს მე ვუკეთე გულის მასაჟი - თვითმხილველი
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - ახალგახსნილ შადრევანიდან სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა.
თვითმხილველები „პირველებთან“ ყვებიან, რომ 3 მოზარდი შადრევანიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
„გაშავებული იყო ბავშვი. ბიჭი და გოგონა იყო წყლიდან ამოყვანილი, ბიჭს მე ვუკეთე გულის მასაჯი და მოვიდა გონს, გოგოზე მერე სასწრაფო მოვიდა და მისი მდგომარეობა არ ვიცი“ - ამბობს თვითმხილველი.
კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა იმ პირს შესაბამისად მოეთხოვება, ვინც ამაზე პასუხისმგებელი იყო.
"პირველების" ინფორმაციით, მოზარდების მდგომარეობა, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილები, მძიმეა.
გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.