ევროკავშირის სანქციები ოკუპირებულ რეგიონებს - "ოცნება" თანამოქალაქეების იზოლაციაში მოქცევას დუმილით ხვდება
შესთავაზებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ქართულ პასპორტებს - "ოცნება" ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას დუმილით ხვდება. ევროგაერთიანების გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ამ დრომდე არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლოებისთვის ევროპის კარი იხურება. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები რუსული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. რუსული პასპორტების მფლობელები ვეღარც ვიზებს მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტეტის მხარდასაჭერად მიიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა.
ანალოგიური რეგულაციები იმოქმედებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვისაც.