ტუალეტის ხეხვა, ცემა და მუხლებზე დაჩოქება 11 საათით - ჯარისკაცები დასჯის მეთოდებზე (ვიდეო)

24.04.21 20:26
ტუალეტის ხეხვა, ცემა და მუხლებზე დაჩოქება 11 საათით - ჯარისკაცები დასჯის მეთოდებზე (ვიდეო)

არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე - წვევამდელები "ტვ პირველის" შაბათის ეთერთან კონკრეტულ ფაქტებს ყვებიან, როგორ გახდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასული ახალგაზრდები წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.

შსს წვევამდელი ჯარისკაცების დასასჯელად იალღუჯას ბაზას იყენებდა. დასჯის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა: ცემა ჩაფხუტით და მძიმე ჯავშან ჟილეტით, დაჩოქილი 11 საათი ყოფნა, კბილის ჯაგრისით ტუალეტის ხეხვა. გაირკვა, რომ წვევამდელები Iაღლუჯაზე სხვადასხვა ბაზიდან მიჰყავდათ, რადგან სწორედ ეს ადგილია ცნობილი განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობით.

დაზარალებული წვევამდელი ტვ პირველთან ყვება, რომ შსს-ს თანამშრომლები  სისასტიკით უსწორდებოდნენ წვევამდელებს და მათ ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევდნენ.

დალაპარაკებას კრძალავდნენ,დაილაპარაკებდი და გსჯიდნენ," - ამბობს ერთ-ერთი წვევამდელი.

გაირკვა,რომ წვევამდელების დიდმა ნაწილმა მისი უფლებების შესახებ არ იცოდა და ეს არაადამიანური მოპყრობა ბრძანების ნაწილი ეგონა. მათი უმეტესობა ეთნიკურად სომეხი იყო, რის გამოც ენის ბარიერიც ჰქონდათ.

მე მითხრამ რომ უნდა გამეწმინდა, ჩვენ არ ვიცოდით რომ ეგეთი წესი არ არის გვეგონა ბრძანება და გავაკეთეთ," – ამბობს წვევამდელი წალკიდან.

ჯარისკაცების წამების ფაქტებს გომელაურის უწყების თანამშრომლები მობილური ტელეფონებით იღებდნენ. სავარაუდოდ, ისინი თავის მხრივ ანგარიშს აბარებდნენ ზემდგომებს.

ბიჩინაშვილი იღებდა სელფებს და დევდარიანი არ იღებდა, დევდარიანი სჯიდა და ახეხინებდა, ბრძანებებს გასცემდა.შეეწინააღმდეგებოდი და უარესი მოგიწევდა,” -ამბობს წვევამდელი.

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ რამდემიმე დღის წინ, 21 აპრილს ინსპექტორის სამსახურის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მას შემდეგ რაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სახალხო დამცველმა შეისწავლა, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის  თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც და ფოტომასალა, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები