მოზარდების მდგომარეობა მძიმეა - ერთ-ერთი მათგანი "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაჰყავთ

13.10.22 14:14
მოზარდების მდგომარეობა მძიმეა - ერთ-ერთი მათგანი "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაჰყავთ

ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ისინი შოკურ მდგომარეობაში არიან. 

„პირველების" ინფორმაციით, ამ წუთებში ერთ-ერთი მოსწავლე ხეჩინაშვილაშვილის კლინიკიდან „ნიუჰოსპიტალსში“ გადაჰყავთ.

კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობაა, ადგილზე მოსულები არიან მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები.

ადგილზე თბილისის მერი, კახა კალაძეც, იმყოფებოდა, ის დაშავებული მოზარდების ოჯახის წევრებს შეხვდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ არასრულწლოვანს შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო დახმარება დასჭირდა.
 

მსგავსი სიახლეები