არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე... ვის სთხოვთ პასუხისმგებლობას? - გიორგი ამილახვარი
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი პარლამენტის წევრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა. განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაკის პარკშ არასრულწლოვანი მეთვალყურეს გარეშე არ უნდა ყოფილიუო.
ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი. ალბათ არასრულწლოვანი ყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადმაიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხიმგებლობას სთხოვ ვის?, - თქვა ამილახვარმა.
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანშ ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტათ. სამივე მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.