იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ვაკის პარკში - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

13.10.22 15:18
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ვაკის პარკში - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმებიი ვაკის პარკში -  თბილისის მერი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ენიჭება.

დოკუმენტით დგინდება, რომ მერიამ ვაკის პარკის კასკადებისა და ფანტანის რეაბილიტაციისთვის სამი მილიონი დახარჯა.  რეაბილიტირებული შადრევანი თბილისის მერიამ გუშინ გახსნა, თუმცა შესრულებული სამუშაოები კალაძის უწყებამ  ჯერ კიდევ აგვისტოში ჩაიბარა.

დედაქალაქის მერის განცხადებას  ოპოზიცია  ისრების გადატანის მცდელობად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. მათი თქმით, თუ მერიის თანამშრომლები მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ მოაწერდნენ,  ობიექტი დასრულებულად ვერ ჩაითვლებოდა. 

პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კახი კალაძეს და ძალიან ცუდად იქცევა კახი კალაძე, როდესაც კომენტარში ისრები გადააქვს  მხოლოდ და მხოლოდ კომპანიაზე. მინდა შევახსენო კალაძეს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არსებობს, რომელზეც მერიის თანამშრომლები აწერენ ხელს, რომ ვაკის პარკში არსებული კასკადი და შადრევნები ჩაბარებულია და ყველაფერი არის კარგად. გამომდინარე აქედან, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ხელის მომწერს, ესენი არიან თანმებობის პირები: გიგაშვილი, წერეთელი, უტიაშვილი, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ აი, ამ მირება-ჩაბარების აქტზე, რადგან ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის უსაფრთხოდ, - თქვა "ევროპულისა ქართგველოს" წევრმა ბესიკ დონაძემ. 

 

დედაქალაქის მერიის პასუიხმგებლობაზე საუბრობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძეც.

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ქალაქში და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი გული და გონება არის ამ ადამიანებთან. ფაქტია ერთი, რომ ეს ობიექტი გაიხსნა გუშინ დაჩქარებულად, გახსნილად გამოაცხადეს. ფაქტია, რომ მერიას ჰქონდა ხელი მოწერილი მიღება-ჩაბარებაზე. ძალიან მალე გამოჩნდება და ვფიქრობ, რომ აქ გამოიკვეთება მერიიდა  მერის პასუხისმგებლობის ამბავი, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.  

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში  ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას  სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მსგავსი სიახლეები