ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის წევრების მწუხარებას, მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ირაკლი ღარიბაშვილი

13.10.22 15:06
ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის წევრების მწუხარებას, მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველსო პრემიერი ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა, რასაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, ასევე განაცხადა, რომ ტრაგედიაში დამნაშავე პირების მიმართ უმკაცრესი რეაგირება იქნება.

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებისა და ახლობლების, მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია. დადგინდება ტრაგედიის მიზეზები. მოხდება უმკაცრესი რეაგირება- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტრაგედია ვაკიუს პარკში - შადრევანში ჩასულ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. მასთან ერთად 2 მოზარდიც დაშავდა.

მედიკოსებმა 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მსგავსი სიახლეები