ნელი მწერდა, შენ უწყობ შენს ძმას ღალატში ხელსო - ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა დღეს სასამართლო სხდომაზე საათნახევრის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას ნიუ იორკისა და 20220 წლის 21 მაისის ეპიზოდებზე. მან განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ ნელი დოროყაშვილის მხრიდან აქტიურად იყო მუქარები.
თენგიზ ბასილაშვილის თქმით, ყოფილი რძალი მის ძმას კარიერის დასრულებითა და სასამართლოთი ემუქრებოდა. მან ასევე განაცხადა, არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი და ეს დოროყაშვილის მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულებებითაც კი ეს არ დგინდება.
2017 წლიდან უკვე დაიწყო ნიკოლოზმა დაშორებაზე ლაპარაკი. ამის მიზეზი ის იყო, რომ იძახდა, ნელი ძალიან ბევრ რამეს მაბრალებსო, მათ შორის, ღალატსო. ნელის ჩემთანაც აქვს მოწერილი, შენ უწყობ შენს ძმას ღალატში ხელსო.
ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი - სასამართლოში წაგიყვანო, პასუხს აგებთ, დედას გიტირებთ თქვენო, დაგაჩოქებთო და ასე შემდეგ.
ეს თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვი, მაგრამ შემდეგ ნიკამ გამომიგზავნა ვოისები, სადაც ნელი პირდაპირ ემუქრებოდა. - განაცხადა პროცესზე თენგიზ ბასილაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სავარაუდოდ თვის ბოლოს აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.