13 წლის ბიჭი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ველოდებით გართულებებსაც - ექიმი

13.10.22 16:08
13 წლის ბიჭი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ველოდებით გართულებებსაც - ექიმი

13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკიდან „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ამის შესახებ მკურნალმა ექიმმა დავით ციბაძემ განაცხადა.

„პაციენტი ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუჰოსპოტალში.
ნორმის ფარგლებშია სასიცოცხლო ფუნქციები. მიმდინარეობს კვლევები და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა, არის რისკი, ველოდებით გართულებებსაც და მზად ვართ ამ  გართულებებთან საბრძოლველად.
მოზარდი არის გონებადაბინდული, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ანუ მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციაშია მოთავსებული“. - თქვა ექიმმა.

 

მსგავსი სიახლეები