მოზარდები 55 სკოლაში არ გამოცხადდნენ დილიდან, დამრიგებელმა აცნობა მშობელს - განათლების მინისტრის მოადგილე
განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსში“ მივიდა. ცოტა ხნის წინ, მან კომენტარი გააკეტა მედიასთან.
მახარაშვილმა გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ მოზარდები დღეს სკოლაში არ გამოცხადებულან.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამის შესახებ დამრიგებელმა მშობლებს დილითვე აცნობა.
„მარიტა მეფარიშვილს ოჯახს ვუსამძიმრებთ. უდიდესი ტრაგედია მოხდა.
მოზარდები 55-ე სკოლაში არ გამოცხადდნენ დილიდან. დამრიგებელმა აცნობა მშობელს, რომ არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს.ის ვალდებულება, რაც აქვს სკოლას, დამრიგებელმა შეასრულა და შეატყობინა მშობლებს. დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, კლინიკასთან და ახლა წავალთ და გავიგებთ 13 წლის მოზარდის მდგომარეობას“. - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.