ვაკის პარკში სამუშაოებს "გრინსერვის+" ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ წელს მერიისგან 5 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული

13.10.22 17:32
ვაკის პარკში სამუშაოებს "გრინსერვის+" ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ წელს მერიისგან 5 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული

როდის შემოწმდა ვაკის პარკის შადრევანი?  - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოსაა ჩატარებული. უწყების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შადრევნების კასკადის უსაფრთოება ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ დღეში შეამოწმეს.

ვაკის პარკში სამუშაოებს "გრინსერვის პლუსი " ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ ერთ წელში მერიისგან 5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

ეს ყველაფერი კი ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ საქმე სავარაუდო კორუფციულ ქსელთან გვაქვს.

პარტია ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე, ამბობს, რომ ,,გრინსერვის + " შემჩნეულია ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობაში, რაც მის მიერ მოგებულ მრავმილიონიან ტენდერებზეც აისახა.

ამ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მათ მიერ მოწყობილ ობიექტზე დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი. აქ, ბუნებრივია, უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს. მათ პასუხი უნდა გაეცეს. 

პასუხი მხოლოდ კომპანიისგან საკმარისი არ არის, პასუხები გვჭირდება მერიისგან, რომელმაც ეს სამუშაოები ჩაიბარა.

,,გრინსერვისი" ის კომპანიაა, რომელმაც პარლამენტის წინ მოაწყო შადრევანი. შესაბამისად, ბევრი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რატომ იგებს ეს კომპანია ტენდერებს მაშინ, როცა მის მიერ ჩატარებული სამუშაოების  ხარისხთან დაკავშირებით კითხვებია? - ამბობს საბა ბუაძე

,,ტვ პირველმა" გაარკვია, რომ კომპანია ,,გრინსერვის +"-ს ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჯორჯიან იუნიონი", რომელიც პასუხისმგებელი იყო ელექტრომომარაგებაზე.  

უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ორმა კომპანიამ უნდა გასცეს გამოძიებას პასუხი, რატომ ჩააბარეს ობიექტი ისე, თუ სამუშაოები დასრულებული არ იყო. 

მსგავსი სიახლეები