ნეკას ჩემს ძმასთან მონაწერი ჰქონდა, დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევო. შემაკავებელ ორდერს ვითხოვდით მასზე - თენგიზ ბასილაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ.
ჩემი ძმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ შემაკავებულ ორდერს ითხოვდა და არა პირიქით - განუცხადა მოსამართლეს თენგიზ ბასილაშვილმა. მისი ინფორმაციით, ნეკა დოროყაშვილი ქმარს აშანტაჟებდა და ქონების მის სასარგებლოდ დათმობას ითხოვდა.
ნიკასთან მონაწერი ჰქონდა დაახლოებით 2 კვირით ადრე, მოვალ და დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მუქარის შემცველი ტექსტი იყო ნამდვილად, რაზეც მამაჩემს ვუთხარი, პოლიციაში ჩავიდეთ, ნელი დოროყაშვილზე შემაკავებული ორდერი უნდა გამოვწეროთ-მეთქი. ეს ნიკასაც უნდოდა, მეც და მამაჩემსაც. ვერ მოვასწარით.
2019 წელს ნელი როცა ჩავიდა, ნიკას სთხოვდა, მასზე გადაეფორმებინა გოგებაშვილის ფართი, 500 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი, ეს პარკინგები და რაც იყო, ყველაფერი და მცხეთის ქუჩაზე სახლი. - განაცხადა თენგიზ ბასილაშვილმა.
ამ წუთებში კიდევ ერთი მოწმე აძლევა ჩვენებას. ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის შემდეგ ძალადობის საქმეზე სპორტსმენის ძმის ცოლი დაიკითხა, რომელმაც მეუღლის ჩვენება დაადასტურა.
ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განხილვა ამით დასრულებულია, განაჩენი სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოცხადდება.